დიმიტრი ხუნდაძე - 22 მაისს ვწყვეტთ საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ აუცილებელია, მინიმალური შეზღუდვების შენარჩუნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ამისთვის აუცილებელია, დაზუსტდეს არსებული კანონმდებლობა, რის მიხედვითაც, მთავრობას ექნება უფლებამოსილება, რიგი შეზღუდვები შეინარჩუნოს.

დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები დღეს ბიუროს წარედგინება. როგორც ის აღნიშნავს, საკომიტეტო განხილვების და კანონპროექტის მიღების შემდეგ, აღარ იქნება საჭირო საგანგებო მდგომარეობის კვლავ გამოცხადება და პარლამენტში მისი მხარდაჭერა.

„,მოგეხსენებათ, საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. მიუხედავად გლობალურად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, ამ ეტაპზე საქართველომ ყველასთვის სასურველ შედეგს მიაღწია. პოზიტიური შედეგი სწორი სტრატეგიისა და დროული შეზღუდვების შედეგად იქნა მიღწეული. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემია არ დასრულებულა, ინფექციის გავრცელების საფრთხე კვლავ არსებობს, რაზეც აქტიურად საუბრობენ დარგის აღიარებული სპეციალისტები. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 22 მაისს ვწყვეტთ საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ამისთვის აუცილებლია, დაზუსტდეს არსებული კანონმდებლობა, რის მიხედვითაც, მთავრობას ექნება უფლებამოსილება, შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის საზღვრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი, საკარანტინო სივრცეების მართვა, საჭიროების შემთხვევააში, კლინიკებისა და ლაბორატორიების მობილიზება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეგულირება, პრევენციული ღონისძიებებისთვის აუცილებელი ზომების შემოღება, მაგალითად, პირბადეების ტარება, ფიზიკური დისტანცირება და ა.შ. ეს ცვლილებები წარედგინება დღეს ბიუროს და საკომიტეტო განხილვების შემდეგ, რა თქმა უნდა, განხილვა მოხდება სესიაზე და ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ, აღარ იქნება საჭირო საგანგებო მდგომარეობის კვლავ გამოცხადება და პარლამენტში მისი მხარდაჭერა. აქვე აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმება გვაძლევს შესაძლებლობას, ხელი არ შეეშალოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს. „ქართული ოცნების“ გუნდმა პოლიტიკური მოღვაწეობა დავიწყეთ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რაც დღემდე მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ ცვლილებების არსი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ვაგრძელებთ ჩვენს თანამოქალაქეებზე ზრუნვას და მათი სიცოცხლის დაცვას“,-განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

იხილეთ ვიდეო: ან უნდა დავტოვოთ საგანგებო მდგომარეობა, ან შევიტანოთ კანონში დაზუსტებები - უმრავლესობა ოპოზიციის კრიტიკაზე

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა