გიგა ოთხოზორიას მკვლელობის 4 წლისთავთან დაკავშირებით, „ლელო საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის 4 წლისთავთან დაკავშირებით, „ლელო საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს.

პოლიტიკური გაერთიანება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, შემუშავდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით.

„სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას ვერაგულად და დემონსტრაციულად მოკვლიდან დღეს, 19 მაისს 4 წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის გამოხატა დაპირება მკვლელების დასჯასთან დაკავშირებით, ისინი კვლავ თავისუფლებაში რჩებიან. ,,ლელო საქართველოსთვის” კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, შემუშავდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, ყველა საერთაშორისო ფორმატი გამოიყენოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მცოცავი ოკუპაციისა და ბორდერიზაციის ფაქტების დასაფიქსირებლად. ასევე, გააქტიურდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელების დასასჯელად. „ლელო საქართველოსთვის” კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გმირის ოჯახს!”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2021
ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის