პრემიერი - თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას ადგილზე, რათა გაავრცელოს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელსაც შეუძლია მიიღოს სტუმრები და რისკების მენეჯმენტი გათვალოს

თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას ადგილზე, რათა გაავრცელოს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სუფთად მართოს ტურისტების ნაკადი, მიიღოს სტუმრები და რისკების მენეჯმენტი გათვალოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით ის ელჩებს ესაუბრა და მათ ინსტრუქციები უკვე მიღებული აქვთ.

„გუშინ მე ვესაუბრე დაახლოებით 60-70 ჩვენი ქვეყნის ელჩს. ყველას ვესაუბრებით იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას. ბევრთან მოგვიწევს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, როგორც სუფთა კორიდორების შესაქმნელად, ასევე მწვანე ზონების გამოსაცხადებლად. პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი. შემდგომ ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. კარგად მიდის საბერძნეთთან. თითოეულ ელჩს აქვს დავალება, რომ ხვალიდან ექნებათ ხელში ინსტრუქციები, რომელიც შექმნა ტურიზმის სააგენტომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად. თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სუფთად მართოს ტურისტები, მიიღოს სტუმრები და რისკების მენეჯმენტი გათვალოს. ამაში ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასაზღვრო წერტილები, როგორც სახმელეთო, ასევე, საჰაერო. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვთ. იქ არის საჭირო ადგილზე ტესტების ჩატარება და ა.შ. და რა ვადებიც გამოვაცხადეთ, ამისთვის ქვეყანა იქნება მზად. რა თქმა უნდა, ტრანსპორტის უსაფრთხოების მნიშვნელობაცაა და კიდევ ბევრი რამ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უსაფრთხოების წესების დაცვა იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ საქართველო ერთბაშად დიდი ოდენობის ტურისტს ვერ მიიღებს, თუმცა არც მსოფლიოში იქნება მასშტაბური ტურისტული გადაადგილებები.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, ამ კრიზისის შემდეგ, როგორც ტურისტული ქვეყანა უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რომელიც აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მთავარი მიზანი არის ის, რომ ყველაფერ იმ მიმზიდველობასთან ერთად, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნდა, უნდა დაემაატოს კიდევ ერთი კომპონენტი - ვირუსის ეფექტური მართვა. ამ ვირუსთან გარკვეული პერიოდი მოგვიწევს ცხოვრება, ეს ფაქტია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო