რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 300 000-მდე გაიზარდა, ბოლო 24 საათში 115 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 9 263 ადამიანს გამოუვლინდა. ვირუსით დაავადებულთა საერთო როდენობამ ქვეყანაში 300 000-ს მიაღწია. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რუსეთი აშშ-ის შემდეგ, ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში კვლავ მეორე ადგილზეა.

რუსეთში, კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოსკოვშია, აქ ვირუსით დღემდე 150 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, რუსეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 115 ადამიანი დაიღუპა. შედეგად, ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 2 837-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსისგან 76 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 220 974-ს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო