რომან გოცირიძე შეზღუდვების შესახებ კანონპროექტს „დიქტატორულ კანონს“ უწოდებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, მთავრობის ხელში სერიოზული იარაღია, რომელიც, შესაძლოა, ბოროტად იქნეს გამოყენებული.

როგორც გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ამ კანონის საშუალებით ხელისუფლებას შეუძლია, ნებისმიერი ქალაქი წინასაარჩევნო პერიოდში ჩაკეტოს, რითაც ოპოზიციას გადაადგილებას შეუზღუდავს. მისი თქმით, მთავრობისთვის ეს კანონი რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი იქნება.

„პარლამენტი ეთიშება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს, ძალიან სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას. პარლამენტი ფაქტობრივად ფარ-ხმალს ყრის. დელეგირებას აკეთებს ისეთი უფლებებისა, რომელიც შეუძებელია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდეს ამ ზომით. ფაქტობრივად, მთავრობას მიეცით უფლება, შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, გააუქმოს კონსტიტუციური უფლება, ადამიანის თავშეყრის და გამოხატვის, ჩაკეტოს ქალაქები და ისე გააკეთოს, რომ პარლამენტს არც კი ჰკითხოს. თქვენი პასუხია, კი მაგრამ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობას ხომ არ გამოვაცხადებთ? კი ბატონო, ნუ გამოაცხადებთ, მაგრამ ყველა ეს ნორმა, რომელიც აქაა ჩაწერილი, უნდა ჩაიწეროს, რომ საჭიროებს პარლამენტთან შეთანხმებას. ფაქტობრივად, ესაა მთავრობის ხელში სერიოზული იარაღი, რომელიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული. თქვენ ხომ შეგიძლით ამ კანონით ნებისმიერ ქალაქს გაუკეთოთ იზოლირება? მაგალითად, ავიღოთ ზუგდიდი. ზუგდიდში აღმოჩნდა ერთი შემთხვევა, მერე იყო საუბარი რომ იყო პანაშვიდზე. მერე თქვენ დემაგოგიურად შეგიძლიათ გააგრძელოთ, რომ ამ კაცთან ვინც იყო შეხებაში, იმ დღეს იყო მეორე პანაშვიდზე და ადგებით და საარჩევნო პერიოდში ჩაკეტავთ ქალაქს და ყოველგვარ თავისუფლებას აუკრძალავთ პოლიტიკურ ოპოზიციას. თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი. პარლამენტი აძლევს ხელისუფლებას უსაზღვრო უფლებებს. ყველა იმ უფლებას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში საჭიროებდა პარლამენტის მიერ დამტკიცებას. ეს არის დიქტატორული კანონი. მთავრობის ხელში ეს იქნება რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის, ადამიანების უფლებების შეზღუდვის ინსტრუმენტი“,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

იხილეთ ვიდეო: რომან გოცირიძე შეზღუდვების შესახებ კანონპროექტს „დიქტატორულ კანონს“ უწოდებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო