ანზორ ბიწაძე - გაუგებარია, რაზე ბრაზდება და ვის უბრაზდება გიორგი გახარია

„ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გახარიას რეაქცია ყოვლად გაუგებარია.

როგორც ბიწაძე აღნიშნავს, „ეს არ არის ნორმალური ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საქციელი”.

„დღევანდელ ხელისუფლებაში რაღაც სტილი აქვთ და ჰგონიათ, რომ ბრაზიანი და ხისტი თუ იქნები, მაგარი ხარ. ეს არ არის ნორმალური ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საქციელი. გაუგებარია, ვის უბრაზდება და რატომ ბრაზდება პრემიერი გახარია, როდესაც ასეთი ტონით საუბრობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. თუ ბიძინა ივანიშვილზე ბრაზდება ბატონი პრემიერი, მაშინ გვითხრას. თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ბრაზდება, მაშინ ნუ დაავიწყდება, რომ ეს ის პრეზიდენტია, რომლის ფოტოების ქვეშ „ოცნების" ლიდერების სახელი და გვარები ეწერა. ეს არის მათი არჩეული თუ დანიშნული პრეზიდენტი, ამიტომ განაწყენებული პრემიერის პოზა თუ ტონი ჩვენ, ოპოზიციას ნამდვილად არ გვეკუთვნის."- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტია „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება მისთვის ძალიან მძიმეა.

„ამ შეწყალებასთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ, რომ მე საერთოდ პოზიციებს არ ვიცვლი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, ამ შტურმში მონაწილეობდა, ან როდესაც ადამიანმა 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს რაღაც შეწყალება. ეს არის ჩემთვის მძიმე. ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება იმასთან გაკავშირებით, რომლებიც უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლების იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ამის გამო ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდგომ შეიწყალეს”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა