სალომე ზურაბიშვილი უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე - გადაწყვეტილების გაჟღერებამდე შევატყობინე პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და ბიძინა ივანიშვილს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს წინასწარ შეატყობინა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ დამოუკიდებლად მიიღო.

"სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე შევატყობინე იმ შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და "ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა