ინგლისის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 42 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი

ინგლისის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, რომელსაც ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსს დღემდე 42 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ახალი რიცხვი - 42 402 გარდაცვლილი, გაცილებით მეტია დიდი ბრიტანეთში ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების დეპარტამენტის მიერ აქამდე გავრცელებულ მონაცემზე, რომლის თანახმადაც დაღუპულთა რიცხვი 35 500-მდე იყო.

აღსანიშნავია, რომ ახალ მონაცემში არ შესულა ჩრდილო ირლანდიაში, შოტლანდიასა და უელსში 2 მაისიდან 11 მაისამდე პერიოდში კორონავირუსით დაღუპული ადამიანების მონაცემი, არც მათი რიცხვი, ვინც ამავე პერიოდში მოხუცთა თავშესაფრებში ვირუსით დაიღუპნენ.

დღემდე კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში 245 000-ზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა