ირაკლი ოქრუაშვილი - მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბუნებრივად ვითამაშოთ მშვიდობის მტრედების როლი და ჩვენში ეს მართლაც შინაგანად ზის

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბუნებრივად ვითამაშოთ მშვიდობის მტრედების როლი და ჩვენში მართლაც შინაგანად ზის ეს - ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში ციხეში გამოკეტვით საქმე არ გვარდება.

"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიყოთ არახელოვნურად კონსტრუქციულები, რომ ეს პროცესი, რომელიც არის დაძრული და რომელიც არის ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი, არ დაზიანდეს ჩვენი რიტორიკით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბუნებრივად ვითამაშოთ მშვიდობის მტრედების როლი და ჩვენში მართლაც შინაგანად ზის, იმიტომ რომ გათავისებული გვაქვს თუ რასთან გვაქვს საქმე, რას ვეთამაშებით. თან არ უნდა დაგავიწყდეთ, ამდენი სენატორი, ამდენი ევროპარლამენტარი არის ჩართული ამ ყველაფერში, რომ ჩვენ აქ ბავშვივით ვკინკლაობთ და მათ ჩვენი გაშველება უწევთ. მაშინ, როცა ეს ყველაფერი შეიძლება, ცივილიზებულად ცივილურმა ადამიანებმა ერთმანეთში დავარეგულიროთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვიღაცას აერია გონება და არაცივილიზებული თამაშის წესები დაამკვიდრა ჩვენში - გამოვკეტავ ციხეში და ამით ყველაფერს მოვაგვარებ, 21-ე საუკუნეში ასე არ ხდება", -განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა