ირაკლი ოქრუაშვილი - არც გიგი უგულავასგან ვითხოვ ბოდიშის მოხდას და არც ირაკლი კობახიძისგან, რაც არის, არის, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, პრობლემა არ არის

გიგი უგულავასგან არც ვითხოვ ბოდიშის მოხდას და არც ირაკლი კობახიძისგან არ ვითხოვ ბოდიშის მოხდას. რაც არის, არის, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, პრობლემა არ არის, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. აღნიშნულით ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეწამყვანის კითხვაზე უპასუხა, მოუხადა თუ არა მას გიგი უგულავამ ბოდიში.

კითხვაზე, თუ რას იტყოდა უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ გიგი უგულავა კრიმინალია, ირაკლი ოქრუაშვილი კი, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, ოქრუაშვილი პასუხობს, რომ ეს მისთვის არავითარი ბრალდება არ არის.

„ეს არავითარი ბრალდება არ არის ჩემთვის, ეს იყო წინა ხელისუფლების ლეგენდები, რომელსაც არანაირი არსებობის საშუალება არ ჰქონდა, მაშინ ყველა „რუსეთის აგენტი“ ვიყავით და დღეს ყველა „ნაციონალი“ ვართ, ასეთი ლეგენდები იყო... ბრალდება, რომელიც წაყენებული მქონდა, წინა ხელისუფლების ლეგენდა იყო, ჩაიფუშა სასამართლოში, როცა საქართველოში ჩამოვედი. ენრაოდენობის იარაღი იყო ჩადებული ჩემი მეგობრების სისხლის სამართლის საქმეებში. თუ ვინმეს იარაღის თემა ესმის, იყო ჩადებული „კალაშნიკოვის“ ავტომატები - „აკაემი“ და ტყვიები იყო ჩადებული „აკაესის“, რომელიც სხვა კალიბრია. თვითონ ამათვე გაკეთებული იყო ეს ყველაფერი, ამ ლეგენდას ქმნიდნენ საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

კითხვაზე, მოუხადა თუ არა მას გიგი უგულავამ ბოდიში, ოქრუაშვილი პასუხობს, რომ ეს მას არ სჭირდება.

„არა და არც მინდა, არც ვითხოვ ამის შედეგად ბოდიშის მოხდას და არც ირაკლი კობახიძისგან არ ვითხოვ ბოდიშის მოხდას. რაც არის, არის, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, პრობლემა არ არის. პრობლემა ერთ რამეშია, მაშინ, როცა ეს ბრალდებები წამომიყენეს და ამ ლეგენდებს იგონებდნენ, მეტ-ნაკლებად რაღაცებს ქმნიდნენ, აკოწიწებდნენ, რომ დამაჯერებელი ყოფილიყო საზოგადოებისთვის, ახლა ამათ ახლის შექმნაც არ უნდათ და ამ ყველაფრისგან რაღაცების შეკოწიწება, პირდაპირ იმათგან კოპირებას აკეთებენ. მთელი პრობლემა იმაშია, რომ მენტალურ კრიზისში არიან, რამე ახალი მოიფიქრონ ისეთი, რომ თავიანთი მომხრეებისთვის იყოს დამაჯერებელი. უკაცრავად, თუ ასეთი კრიმინალები ვართ და თუ რუსეთის სპეცსამსახურის აგენტი ვარ, ამხელა მხარდაჭერა რატომ იყო დასავლეთის მხრიდან?“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს