ირაკლი ოქრუაშვილი - ჩვენც გვაქვს ნაკლი, სასიძოებს ნუ ეძებთ ჩვენში, მაგრამ ოპოზიციას აქვს ხელისუფლებაში  მყოფ ადამიანებზე გაცილებით მეტი ინტელექტიც, ერუდიციაც, განათლებაც  და გამოცდილებაც

"ვარდების რევოლუციის" პოლიტიკოსების თაობისნაირი ეფექტური არ ყოფილა ამ ქვეყანაში , - ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, კოალიციური მთავრობის შემდეგ, დადებითი ისაა, რომ ერთი ადამიანის ხელში აღარ იქნება ხელისუფლების ყველა შტო.

"უკანასკნელმა 30-მა წელმა დაადასტურა ერთი მთავარი რამ - მენეჯმენტის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, შეცდომებიც უზარმაზარი იყო, ვარდების რევოლუციის პოლიტიკოსების თაობისნაირი ეფექტური არ ყოფილა ამ ქვეყანაში. გინდათ ძველი, გინდათ ახალი სახეები დაგვარქვით, მითუმეტეს ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მიდიან და ჩვენ მოვდივართ. არა, არის ერთიანი კოალიციური მთავრობა. ერთი რამ იქნება, ერთი ადამიანის ხელში აღარ იქნება ხელისუფლების ყველა შტო ჯიბეში ჩადებული", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, ნაკლი პოლიტიკოსებსაც აქვთ.

"პოლიტიკოსებს ნუ უყურებთ როგორც დედისერთა შვილის მშობლები. ჩვენც გვაქვს ჩვენი ნაკლი, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და არ ვიზომებით იმ საზომით, რაც ახლა გამოვიყენეთ. სასიძოს ნუ ეძებთ ჩვენში. დღევანდელ ოპოზიციას აქვს ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე გაცილებით მეტი ინტელექტიც, ერუდიციაც, განათლებაც და გამოცდილებაც. თუ თქვენ გაქვთ მოთხოვნილება, ახალ, სუფთა, უმწიკლო და გაუსვრელ ადამიანებზე, ეგეთები საბავშვო ბაღში არიან. შეგიძლიათ მოიყვანოთ, ანდოთ ქვეყანა და ნახოთ რა იქნება. ნებისმიერს ვგულისხმობ. ძალიან ბევრია პოლიტიკაში ისეთი ადამიანი, ვისაც არ აქვს გამოცდილება მართვის და არც შეცდომები დაუშვია. შეცდომებს ისინიც დაუშვებენ. შეცდომებს უშვებენ ისინი, რომლებიც რაღაცას აკეთებენ და არ უშვებენ ისინი ვინც არაფერს არ აკეთებენ," - განაცხადა ოქრუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა