ესპანეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი მესამე დღეა 100-ს არ აღემატება

ესპანეთში, კორონავირუსით სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი მესამე დღეა 100-ს არ აჭარბებს. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსით 83 ადამიანი დაიღუპა. ამგვარად, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 27 778-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღემდე კორონავირუსი ესპანეთში 232,000-ზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს