სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგეგმებოდა ნატო-საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა, რაც მომავალში, შესაძლოა, საინტერესო იყოს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგეგმებოდა ნატო-საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა, რაც მომავალში, შესაძლოა, საინტერესო იყოს.

ზურაბიშვილის განცხადებით, არსებობდა მსგავსი მოსაზრება და შეთანხმება, რომელსაც საინტერესო ელემენტები ჰქონდა, რაზეც ნატო-სა და რუსეთის დათანხმება მნიშნველოვანი იყო.

„ უნდა ვთქვა, რომ ჩემი კოლეგა, (სერგეი ლავროვი) ამ შემთხვევაში, სიმართლეს საუბრობს. იყო მოსაზრება და შეთანხმებაც, რომ ანტიტერორისტული ცენტრი გახსნილიყო. ოღონდ ლავროვს ერთი რამე ავიწყდება, როცა ამას ახსენებს და რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - ეს არ იქნებოდა საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც მაშინ მხოლოდ ბაზის შემცველი ფორმატი იქნებოდა. ეს იყო ნატო-საქართველო-რუსეთი და ეს არის სულ სხვა ფორმატი, რომელსაც ჰქონდა დიდი საინტერესო ელემენტები და ამაზე ნატო-ს და რუსეთის დათანხმება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება, ეს ფორმატი, მომავალში, როცა სხვა განზომილებაში ვიქნებით, იყოს ძალიან საინტერესო. იმ დროს იყო შესაძლებელი და მომავალში შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ საჭიროა და კარგი ფორმატია რაღაცების გადასაწყვეტად. ფაქტი, რომ ნატო-სთან ერთად კეთდება, ჩემთვის მნიშვნელოვანია და თუ კარგად დავფიქრდებით, ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, დათანხმდება, თუ არა რუსეთი აღნიშნულს, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ვლადიმერ პუტინი შეცვლილია და წინასწარ ამას ვერ იტყვის.

„ბევრი წელი გავიდა, დღევანდელი პუტინი არ არის იმდროინდელი პუტინი. მსოფლიოში ყველაფერი შეიცვალა და კოვიდის შემდეგ, კიდევ შეიცვლება. ჩვენ შევდივართ სულ სხვა მსოფლიოში, ამიტომ ვერავინ იტყვის, როგორი იქნება ხვალ რუსეთი, რომელიც ძალიან დიდ კრიზისს განიცდის-ერთის მხრივ კოვიდის, მეორეს მხრივ, ნავთობის კრიზისს. ყველასთვის უცნობია, როგორ გაუმკლავდება-თავისი ტრადიციული რეაგირებით, რომელიც უფრო აგრესიული ხდება, თუ რუსეთი ამდენ გამოწვევას შეცვლილი დახვდება. არ ვარ წინასწარმეტყველი და ამაზე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, შეხვდებოდა თუ არა, ის ვლადიმერ პუტინს, პრეზიდენტი პასუხობს, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ სურს.

„მე შეხვედრა შეხვედრისთვის, დიალოგი დიალოგისთვის, არ ვიცი. უნდა არსებობდეს ის გარემო, რომელიც ამის საშუალებას გაძლევს, რომ შენი ქვეყნის საქმე გააკეთო. შეიძლება, ზოგჯერ გამბედავ ნაბიჯზე წახვიდე, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყო, რომ გიღირს შენ კი არა პიროვნულად, არამედ ქვეყნისთვის შეიძლება, იყოს რამის მომტანი. თუ ასეთ სიტუაციას დავინახავ, მეც წავალ, მაგრამ სიტუაცია უნდა არსებობდეს და დღეს არ არსებობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს