აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 17 059 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 527 355-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსს ქვეყანაში კიდევ 1 383 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ფატალური შემთხვევების რიცხვი 91 872-მდე გაიზარდა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, ის რომ აშშ-ში შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობაა დადასტურებული, განპირობებულია იმით, რომ ქვეყანა ტესტირებას სხვებზე უკეთ ახორციელებს. “როდესაც აცხადებთ, რომ შემთხვევების რაოდენობით ლიდერები ვართ, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ტესტირებას სხვებზე უკეთ ვახორციელებთ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კოორნავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4 985 825-ია, დაღუპულია - 324 889 და გამოჯანმრთელებულია 1 958 441 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა