დონალდ ტრამპი - „ჰიდროქსიქლოროქინზე“ ჩატარებული კვლევა ყალბი იყო, მედიკამენტი მძიმე ავადმყოფებსა და მოხუცებზე გამოსცადეს

„ჰიდროქსიქლოროქინზე“ ჩატარებული კვლევა ყალბი იყო, ის მძიმე ავადმყოფებსა და მოხუცებზე გამოსცადეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისივე თქმით, მედიკამენტი ისეთ ადამიანებზე გამოსცადეს, რომლებიც ასაკისა და გულის პრობლემების გამო დაღუპვის პირას იყვნენ.

„ჰიდროქსიქლოროქინზე“ ჩატარებული კვლევა ყალბი იყო, მედიკამენტი მძიმე ავადმყოფებსა და მოხუცებზე გამოსცადეს, რომლებიც ასაკისა და გულის პრობლემების გამო დაღუპვის პირს იყვნენ,“- განაცხადა ტრამპმა.

მისივე განმარტებით, „ჰიდროქსიქლოროქინზე“ კვლევა ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის საავადმყოფოებში ჩატარდა. „კვლევა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტებისა და ვირჯინიის უნივერსიტეტის მიერ იყო დაფინანსებული, თუმცა ის ვეტერანების საქმეთა დეპარტამანეტის საავადმყოფოებში ჩატარდა,“- აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა.

შეგახსენებთ, გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კვირა-ნახევარია რაც პროფილაქტიკის მიზნით მედიკამენტ „ჰიდროქსიქლოროქინის“ მიღება დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა