პალესტინის ლიდერი ისრაელთან და აშშ-სთან მიღწეულ ყველა შეთანხმებას აუქმებს

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ისრაელთან და აშშ-სთან მიღწეული ყველა შეთანხმების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესეხაბ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„დღეიდან პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია და პალესტინის სახელმწიფო თავისუფლდებიან ამერიკისა და ისრაელის მთავრობებთან მიღწეული ყველა შეთანხმებისა და გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან, მათ შორის მათგანაც, რომლებიც უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული,” - განაცხადა აბასმა საგანგებო შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ოკუპირებული იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ნებისმიერი ნაწილის ისრაელის მიერ ანექსია „ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების გადაჭრის შანსებს ანგრევს.“

აბასმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ისრაელს, როგორც ოკუპანტ ძალას, ეკისრება.

„საერთაშორისო საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ისრაელს, როგორც ოკუპანტ ძალას ეკისრება. აშშ-ს კი, ისრაელის ოკუპანტი მთავრობის მთავარ პარტნიორს, პალესტინელი ხალხის ჩაგვრისთვის სული პასუხისმგებლობა დაეკისრება,“-განაცხადა აბასმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა