სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, მომხმარებელთა ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 20 მაისს მომხმარებელთა ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, ელექტრომომარაგება შეიზღუდგება:

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:30 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის მასივის I კვარტლის, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, ლუბლიანას, ნოდარ ბოხუას, ჩაჩავას, ჯორჯ ბალანჩინის, ჭიაურელის, დისევის, მიხეილ ბერძენიშვილის, გიორგი ტერევერკოს და ეთერ ბოცვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოთუას და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 01:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის, ციალა გაბაშვილის, ჯორჯ ბალანჩინი და არზაყან (დიმიტრი) ემხვარის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს