პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 67 ახალი ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 67 ახალი ფაქტი გამოვლინდა. მათი ინფორმაციით, პოლიციამ, 19 მაისის 21:00 საათიდან 20 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 67 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 19 მაისის 21:00 საათიდან 20 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 6 პირი დააჯარიმეს. პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოავლინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამარ გაბუნია - ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კონტროლის ფარგლებში რჩება, თუმცა გარკვეული შერბილებების შემდეგ, რაღაცნაირად მოვდუნდით
ზვიად კირტავა - მთავარია, ყველა მოქალაქემ გააცნობიეროს - თუ სწორად მოექცევა ჯანმრთელობას, სამუშაოს და ბიზნესსაც შეინარჩუნებს, თუ წესებს დაივიწყებს, ყველას და ყველაფერს რისკის ქვეშ დააყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით
"დიჯიტალ ტვ" საიუბილეო აქციას იწყებს
„დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიები გაიხსნა