ლიბიის გაერო-ს მიერ აღიარებულმა მთავრობამ ორ ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა

ლიბიის გაეროს მიერ აღიარებულმა მთავრობამ ტუნისის საზღვართან მდებარე ორ ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამთავრობო ძალებმა ბადერი და ტიჯის ქალაქები ხელახლა აიღეს.

ცნობისთვის, ორშაბათს სამთავრობო ძალებმა სტრატეგიული ალ-ვატიას საჰაერო ბაზაზე კონტროლი დაამყარეს. აღნიშნული ბაზა ამბოხებული გენერლის ხალიფა ჰაფტარის მმართველობის ქვეშ 2014 წლიდან იმყოფებოდა. მათი თქმით, ეს ბოლო წლების ყველაზე დიდი წარმატებაა.

ცნობისთვის, ლიბიაში კონფლიქტი 2011 წლისდან მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც დიქტატორი მუამარ კადაფი ჩამოაგდეს. 2014 წელს კონფლიქტი სამოქალაქო ომში გადაიზარდა. დედაქალაქ ტრიპოლში მყოფ ეროვნული თანხმობის მთავრობას ფაიზ ალ-სარაჯის მეთაურობით გაერო აღიარებს და მას დასავლეთის ქვეყნები და თურქეთი ემხრობიან. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს კი ლიბიის წარმომადგენელთა პალატა აკონტროლებს, რომელსაც მხარს უჭერს ლიბიის ეროვნული არმია გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. ჰაფტარის მმართველობას რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე უჭერს მხარს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა