მაკა სოლოღაშვილი - ახალი კოვიდინფიცირებული ბავშვი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა და ვირუსი მისი ოჯახის წევრებსაც დადასტურებული აქვს

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან ერთი ახალი ინფიცირებული ბავშვი ჰყავთ. მისივე ინფორმაციით, კლინიკას დღეს 2 გამოჯანმრთელებული პაციენეტი დატოვებს.

„დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 56 პაციენტი მკურნალობს, აქედან COVID19 დადასტურებული აქვს 43 პაციენტს. გუშინ გვიან ღამით მოვიდა 2 პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია და ისინი დღეს დატოვებენ კლინიკას. გვყავს ერთი ახალი კოვიდინფიცირებული ბავშვი. ესაა გუშინ რომ საეჭვოში მოიაზრებოდა, ის პაციენტი. ბოლნისის კლასტერიდანაა და უკვე დადასტურებული დიაგნოზიანი პაციენტების ოჯახის წევრია. ორი პაციენტი რჩება რეანიმაციაში, თუმცა დღეს განიხილება ერთ-ერთი მათგანის პალატაში გადაყვანის საკითხი. დანარჩენებიდან 4 პაციენტია საყურადღებო“, - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

„ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე ველოდებით 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას, თუმცა გვაქვს შემთხვევები, როცა გამოჯანმრთელებას ველოდებოდით და პირველი უარყოფითი პასუხის შემდეგ, რამოდენიმე პაციენტთან ისევ დადებითი დადასტურდა, ამიტომ ძნელია წინასწარ გავაკეთოთ პროგნოზი რამდენი პაციენტი გამოჯანმრთელდება“,- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა