საქსტატის წინასწარი მონაცემებით, I კვარტალში რძის წარმოება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5 %-ით მეტია, 0.6%-ით შემცირდა ხორცის წარმოება და 0.6%-ითაა გაზრდილი კვერცხის წარმოება

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 107.0 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5 %-ით მეტია. ამავე პერიოდში, 0.6%-ით შემცირდა ხორცის წარმოება და 16.2 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო 0.6%-ითაა გაზრდილი კვერცხის წარმოება და 160.4 მილიონს შეადგენს.

მეცხოველეობის შესახებ წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტით გაიზარდა და 973.5 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 461.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.5 პროცენტით მეტია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4 პროცენტით შემცირდა და 1.1 მლნ. სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 168.3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.7 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 28.7 პროცენტით გაიზარდა და 10.3 მლნ. ფრთას მიაღწია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა