კახა კალაძე - 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი ძალიან მალე შემოვა - იგეგმება კიდევ 100 ერთეული 12-მეტრიანი და 200 ერთეულამდე 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა

ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც მართლა შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ მოწესრიგებას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მერია ახლა 100 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს ელოდება და უახლოეს მომავალში, დამატებით კიდევ 100 ერთეული 12 მეტრიანი და 200 ერთეულამდე 18 მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა იგეგმება.

„ავტობუსების შესყიდვები დაწყებული გვაქვს. ახლა 100 ერთეულ 12 მეტრიან ავტობუსს ველოდებით, რომელიც უკვე ძალიან მალე შემოვა. გარდა ამისა უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ კიდევ 100 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი შევისყიდოთ და შემდეგი იქნება უკვე 18 მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა. დაახლეობით, 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის ყიდვა მოგვიწევს. ამ ყველაფრით ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მოწესრიგებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება და იქნება ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც მართლა შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ მოწესრიგებას“,-განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა