თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს

თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ქალაქის სწორი ურბანული განვითარება მთავრობის პრიორიტეტია.

„მინდა მას წარმატებები ვუსურვო, ეს არის უმნიშვნელოვანესი სამსახური. არსებობს გამოწვევები ამ მიმართულებით. თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი განვითარება მოხდეს. თუმცა, იმ გზას ვერავინ გადაუხვევს რაც ჩვენმა მთავრობამ აირჩია და ეს არის სწორი გზა, მოხდეს ქალაქის სწორი ურბანული განვითარება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელმაც თბილისის გენერალური გეგმა მიიღო, ის ადამიანები ვართ, ვინც არ დაუშვებს სკვერებში, პარკებში მშენებლობების განხორციელებას და ამის უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუ როგორი დამოკიდებულება გვქონდა ვაკის პარკში მშენებლობასთან დაკავშირებით, კუს ტბის მიმდებარედ გაცემულ ნებართვაზე, სადაც სასტუმრო უნდა აშენებულიყო. აღარ მინდა გავაგრძელო და ჩამოვთვალო ყველა ის პროექტი, რომელიც შეჩერდა და არ უნდა განხორციელებულიყო. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავუშვათ ქალაქის არასწორი განვითარება. დარწმუნებული ვარ, ვიკა ამ გამოწვევაში მოწოდების სიმაღლეზე იქნება და ქალაქის სწორი განვითარებას მოვახერხებთ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ვიქტორ წილოსანი აქამდე თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან