რამაზ საყვარელიძე - ნათქვამია მოუკლავი დათვის ტყავს იყოფენო, ჯერ არ მიუღწევიათ იმ დონემდე არც ამ პარტიებს და არც გიორგი ვაშაძეს, რომ სერიოზულად საუბრის თემა იყოს მისი გაპრემიერება

ბოლოს და ბოლოს, თაკო ჩარკვიანმა დაასახელა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად გიორგი ვაშაძე. პრემიერის კანდიდატურა სხვანაირად ყალიბდება, ეს არ გაუთვალისწინებია ჩარკვიანს და თვალში ვინც მოუვიდა იმაზე თქვა, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელის თაკო ჩარკვიანის ინიციატივას გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელებაზე.

როგორც რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, გიორგი ვაშაძე ზედმეტად პოლიტიზირებული ფიგურაა იმისათვის, რომ მუშა პრემიერი აღმოჩნდეს. პოლიტოლოგის თქმით, „ვაშაძე უნიჭო კაცი ნამდვილად არ არის, მაგრამ არის საქმიანობა, სადაც ზედმეტი პოლიტიზირება შეიძლება ხელის შემშლელი იყოს“.

„ქართველმა ხალმა დიდი ხნის წინ თქვა, რომ მოუკლავი დათვის ტყავს იყოფენო. ანუ, ჯერ არ მიუღწევიათ იმ დონემდე არც ამ პარტიებს და არც გიორგი ვაშაძეს, სერიოზულად საუბრის თემა იყოს მისი გარპრემიერება. აზრის გამოთქმა კი ყველას შეუძლია. ზოგადად, გიორგი ვაშაძე ძალიან ხშირად ფიგურირებდა, როგორც საინტერესო პიროვნება თანამდეროვე პოლიტიკურ პროცესებში. მაგალითად, თბილისის მერის არჩევნების დროს მას საინტერესო იდეები ჰქონდა. კახა კალაძემ თანამშრომლობაც შესთავაზა და ის არ წავიდა ამ თანამშრომლობაზე. ასე, რომ ამ ფიგურის მიმართ ინტერესი მეტ-ნაკლებად ყოველთვის არის, მაგრამ ეტყობა პარტნიორობა თვითონ უჭირს. ასევე პოლიტიკური პოროცესები ჯერ არ მისულა იქამდე, რომ თაკო ჩარკვიანის ტიპის იდეები სერიოზულად იყოს განხილული“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ამასთან, პოლიტოლოგის აზრით, თუ „ქართული ოცნება“ არანაირად არ იქნა დაკავშირებული კაბინეტის ფორმირებასთან, თუ კაბინეტის ფორმირება მხოლოდ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილთან შეკრებილი ხალხის ხელში აღმოჩნდება, იქ შეიძლება გიორგი ვაშაძე აღმოჩნდეს პრემიერ-მინისტრი, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ეს ვერსია ძალიან დამაჯერებელი იყოს.

„ თუნდაც იმიტომ, რომ საეჭვოა ამ ჯგუფის ასეთი აბსოლუტური გამარჯვება,ეს ერთი და მეორე - რომ გაიმაჯვებენ ერთამნეთთან ექნებათ ანგარიში გასასწორებელი და იმ დაპირისპირების დროს შეიძლება გიორგი ვაშაძე საერთოდ დაიკარგოს, რადგან თუ ის გუნდი გაიმარჯვებს, ვისაც მეტი მხარდაჭერა ექნება ამომრჩევლის მხრიდან, ის დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს და მეეჭვება გიორგი ვაშაძის პარტიას აღმოაჩნდეს მაგის პოტენციალი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა თაკო ჩარკვიანმა გაერთიანებულ ოპოზიციას სამომავლოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის კანდიდატურა შესთავაზა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო