გია ხუხაშვილი - გიორგი ვაშაძე ოპოზიციის ერთი ნაწილის კანდიდატია და როგორც ფუნქციონერი, როგორც ჩინოვნიკი, სხვებზე უკეთესად გამოიყურება, ფარდობითია ყველაფერი

შეიძლება ვიხილოთ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები. გიორგი ვაშაძე ოპოზიციის ერთი ნაწილის კანდიდატია და როგორც ფუნქციონერი, როგორც ჩინოვნიკი, სხვებზე უკეთესად გამოიყურება,- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გაერთიანებულ ოპოზიციაში „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განხილვის საკითხი შეაფასა.

ხუხაშვილის თქმით, არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციის იმ ნაწილმა, ვინც ვაშაძის პრემიერად წარდგენას აპირებს, მინისტრთა კაბინეტის წევრებიც წარმოადგინოს.

„ოპოზიციას ჯერჯერობით ნუ განვიხილავთ ერთიან ორგანიზმად, ოპოზიციის ეს ნაწილი ერთად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, კოორდინაციის რაღაც ხარისხით. კი ბატონო, ეს მათი უფლებაა, რომ, ვინც უნდათ, ის წარადგინონ. მიმაჩნია, რომ გიორგი ვაშაძე, როგორც ფუნქციონერი, როგორც ჩინოვნიკი, სხვებზე უკეთესად გამოიყურება, ფარდობითია ყველაფერი. გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია არ არის ერთიანი, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, ამიტომ, უფრო კორექტული იქნება, ვისაუბროთ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის კანდიდატია გიორგი ვაშაძე. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც გიორგი ვაშაძის წარდგენას აპირებს, ადვილად შეთანხმდება. არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოოდ ამაზე არ გაჩერდნენ და ჩრდილოვანი კაბინეტი წარმოადგინონ, ანუ მინისტრების კანდიდატებიც. ეს მათი უფლებაა. მათი საარჩევნო ტაქტიკაა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ძალა ერთობაშიას“ შეხვედრაზე მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ განხილვა გაიმართა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს