ზურაბ ჭიაბერაშვილი - ზურაბიშვილის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ „ოცნების“ სპიკერები მატყუარები არიან

„ზურაბიშვილის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა იმიტომ, რომ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ „ქართული ოცნების“ სპიკერები უბრალოდ მატყუარები არიან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

ჭიაბერაშვილის თქმით, ზურაბიშვილმა დაადასტურა ის, რომ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი და თუ რას იტყვის „ქართული ოცნების“ რომელიმე მორიგი სპიკერი ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

“ზურაბიშვილმა რაც არ უნდა განაცხადოს, ძალიან კარგად ვიცით, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება ოღონდ, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული იძულებით იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რასაც ივანიშვილს უყენებს ქარული საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზუსტად ასევე, როგორც გათავისუფლდა უგულავა და ოქრუაშვილი, გათავისფულდება რურუაც. პოლიტპატიმრების გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილს აიძულა ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივმა ძალისხმევამ, რომელიც რა თქმა უნდა, ივანიშვილისგან ეცნობა ზურაბიშვილს და გამოიხატა კონკრეტულ გადაწყვეტილებაში. ამის თაობაზე იცოდა თუ არა უშუალოდ თალაკვაძემ, მდინარაძემ, ვოლსკიმ ან რომელიმემ ეს მეათეხარისხოვანია, ისინი უბრალოდ არიან „ქართული ოცნების“ სპიკერები, რომ დღეს ერთი თქვან, ხვალ მეორე და ზურაბიშვილის განცხადებამ ცხადი გახადა მათი არამარტო ტყუილი, არამედ ისიც, რომ ისინი არაფერს წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს წინასწარ შეატყობინა.

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ