ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში მყოფი პირი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, კომპენსაციას მიიღებს

პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, კორონავირუსით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგა, კომპენსაცია მიეცემა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 314-ე დადგენილებაშია აღნიშნული, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

დადგენილების თანახმად, პირებზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, დაქირავებული პირს 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც უნდა უფიქსირდებოდეს ანაზღურების ჩარიცხვა. ასევე ფიქსირდებოდეს, რომ მას 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს.

დადგენილების თანახმად, დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ.

კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით, პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა. ამასთან, მაისის 21-დან 30 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ინფორმაციების მიხედვით, კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.

„დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, ხოლო მაისში – დამატებით 30 რიცხვის ჩათვლით;“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და მისი მოქმედება 2020 წლის 5 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება.

იხილეთ ვიდეო: ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი პირი, რომელმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, კომპენსაციას მიიღებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო