აშშ-ის საზღვაო ძალები ირანს აფრთხილებს

აშშ-ის საზღვაო ძალები ირანს აფრთხილებს

აშშ-ის საზღვაო ძალები ირანს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკულ ხომალდებს ირანული გემები 100 მეტრის მანძილზე მიუახლოვდება აღნიშნული „შეფასდება როგორც საფრთხე და გამოიწვევს თავდაცვის ზომების მიღებას“.

სამხედრო მეზღვაურებისადმი გაგზავნილ განცხადებაში საუბარია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირდება, რათა მოხდეს უსაფრთხოების გაძლიერება და გადაცდომების მინიმალიზაცია“.

ამასთან, განცხადებები გაკეთდა თეირანშიც. მათი თქმით, ირანული ხომალდები განაგრძობენ წვრთნებს სპარსეთის ყურეში.

ცნობისთვის, გასულ თვეს სპარსეთის ყურეში ამერიკულ და ირანულ სამხედრო გემებს შორის გარკვეული დაძაბულობა შეინიშნებოდა. შტატების 6 სამხედრო გემი საერთაშორისო წყლებში წვრთნებს გადიოდა, რა დროსაც მათ ირანის რევოლუციური გვარდიის ფლოტი აედევნა. ამერიკის საზღვაო ძალების ინფორმაციით, ირანული გემები მათი ხომალდების გარშემო დიდი სისწრაფით, ახლო მანძილზე გადაადგილდებოდნენ, რაც პროვოკაციულია და შეტაკების შესაძლებლობას აჩენს. მოგვიანებით, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საფრთხის შემთხვევაში ირანული გემების განადგურების ბრძანება გასცა. ანალოგიური განაცხადეს ირანის რევოლუციურ გვარდიაშიც. მათი თქმით, საფრთხის შემთხვევაში ამერიკულ ხომალდებს გაანადგურებენ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს