საკონსტიტუციო სასამართლო „გირჩის" მიერ „კომენდანტის საათის“ არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ „გირჩის“ სარჩელს განიხილავს.

მოსარჩელე მხარე ე.წ კომენდანტის საათს ასაჩივრებს, რადგან მიაჩნიათ, რომ დაწესებული შეზღუდვები მიმოსვლასთან დაკავშირებით კონსტიტუციას არღვევს.

მათივე თქმით, „კომენდანტის საათის“ დროს დაწესებული შეზღუდვები მოქალაქეებს უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე პანდემია.

„ადამიანები პატიმრებივით გამოკეტეს სახლებში. მათ ისე ვექცევით, როგორც მთავრობას გაუხარდება, რაც არაა სამართლიანი და არც იმ მიზანს ემსახურება, რაც თავად დაასახელეს. გადაადგილების თავისუფლების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს მხოლოდ გადაადგილების თავისუფლებას არ ეხება, რადგან ამაზე არის ბევრი სხვა უფლება დაკავშირებული. მაგალითად, ის ფიზიკურად ვერ იმუშავებს, არც შემოსავლოს წყარო ექნება და ის შეიძლება დარჩეს საკვების გარეშე და ფატალურ შედეგი შეიძლება მიიღოს. ეს არ არის დავა მხოლოდ „კომენდატის საათის“ შესახებ, დავაა იმაზე, რის უფლებას ვაძლევთ სახელმწიფოს და რა მასშტაბით შეიძლება ჩაერიოს ჩვენს თავისუფლებაში“, - განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა ლევან ჯგერენაიამ.

მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ „კომენდანტიის საათის“ დროს დაწესებული შეზღუდვები კონსტიტუციასთან მიმართებაში მართებულია.

„მთავრობა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. ამ შემთხვევაში საუბარია ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვაზე, შესაბამისად, სამუშაო დროსთან კავშირში არ არის. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა აუცილებელი საჭიროება, რომელიც ამ პერიოდში შეიძლება წარმოშობილიყო, იყო დადებითად გადაწყვეტილი. იყო ინდივიდუალური მიდგომები“, - განაცხადა ქეთევან კრაწაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა