გიორგი რურუას ადვოკატი - დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი პროკურორი აგრესიულად იყო განწყობილი, დაცვის მხარეს ყვირილი დაგვიწყო

გიორგი რურუას ერთ-ერთი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, რურუას დღევანდელ პროცესზე მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთმა პროკურორმა დაცვის მხარისა და ბრალდებულის მისამართით ყვირილი დაიწყო, რამაც პროცესი გაამწვავა. მისივე თქმით, სიტუაცია მალევე განიმუხტა და პროცესი გაგრძელდა.

„დღეს შეიცვალა ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც იყო აგრესიულად განწყობილი, იუზრდელა, დაგვიწყო ყვირილი დაცვის მხარეს და ბრალდებულს და ამას მოჰყვა სიტუაციის ოდნავ გამწვავება სასამართლოს სხდომის დარბაზში. უბრალოდ ამ პროკურორებს ავიწყდებათ, რომ ჯერ ისედაც მათი სტატუსი ავალდებულებს, რომ ეთიკურად და ზრდილობიანაც მოიქცნენ სასამართლოს სხდომის დარბაზში და მით უმეტეს, ისეთ საქმეზე, სადაც პოლიციელებს ჩადებული აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი და ტყუილად ზის გიორგი რურუა ციხეში. თავად ეს პროკურორებიც არანაკლებ დანაშაულს ჩადიან იმ პოლიციელებზე, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს გიორგის. მათი მხრიდან აგრესიულობა არის უტიფრობა და მეტი არაფერი. ეს იყო სიტუაციის გამწვავების მიზეზი, მაგრამ ეს პრობლემა აღმოიფხვრა, მოგვარდა და ვაგრძელებთ ჩვეულებრივად სასამართლო განხილვას. გინებას ადგილი არ ჰქონია, იყო უბრალოდ ხმამაღალი საუბარი, რაც დაწყებული იყო პროკურორის მიერ და მალევე განიმუხტა სიტუაცია”, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ.

„ესენი არ არიან მნიშვნელოვანი მოწმეები საქმესთან დაკავშირებით, ისინი უბრალოდ ესწრებოდნენ ავტომობილის ჩხრეკას, მაგრამ მათ მაინც მიაწოდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასამართლოს. კერძოდ, სასამართლოს დაუდასტურეს და განუმარტეს, რომ ბამბის ჩხირით შესაძლებელია დნმ-ის ნიმუშის დატანა ნებისმიერ ნივთზე”, - განმარტა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იხილეთ ვიდეო: დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი პროკურორი აგრესიულად იყო განწყობილი, დაცვის მხარეს ყვირილი დაგვიწყო - რურუას ადვოკატი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს