გიორგი აბაშიშვილი - უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური განათლების სისტემის სარგებლისა და გამოწვევების შესახებ პირველი კომპლექსური კვლევა ჩატარდა

სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებულმა ბიზნეს კვლევების სახლმა, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური განათლების (e-learning) სისტემის გამოყენების სარგებლისა და გამოწვევების შესახებ კვლევა ჩაატარა.

ბიზნეს კვლევების სახლის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კვლევა კომპლექსურია და მოიცავს არა მხოლოდ ქვეყანაში არსებული ვითარების პრაქტიკულ ანალიზს, რომელიც შეიქმნა ახალი კორონავირუსის COVID-19 წარმოქმნის გამო, არამედ არსებულ ვითარებამდე უმაღლესი განათლების სისტემაში ელექტრონული/დისტანციური განათლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ხარვეზების ანალიზს. ასევე საერთაშორისო პრაქტიკის, მათ შორის კანონმდებლობის მიმოხილვას.

,,კვლევის ფარგლებში დეტალურად არის მიმოხილული წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა და წამყვანი უნივერსიტეტების მაგალითები. ამასთან, კვლევაში შესწავლილია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პოტენციური დანახარჯები სახელმწიფოსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან. კვლევა აჩვენებს სახელმწიფოსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და დისტანციური განათლების მსურველების პოტენციურ სარგებელს. ეს ყოველივე მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებების მომგებიანობის ზრდას და ჯამში ქვეყნისთვის მშპ-ის შესაბამისი კომპონენტის ზრდას", -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კვლევის ფარგლებში შეიქმნა დანახარჯი-სარგებლიანობის ანალიზის მოდელი, რომელიც რეალურად აჩვენებს სახელმწიფოს მომგებიანობის გათვლას დისტანციური განათლების სრულფასოვნად დანერგვასთან დაკავშირებით.

"კვლევის დროს მაქსიმალურადაა გამოკვეთილი ქვეყნის შედარებითი უპირატესობა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუდენტების მოზიდვის მიმართულებით. ამასთან, შემუშავდა რეკომენდაციები და ინიციატივები, რომელიც მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს სახელმწიფომ დისტანციური / ონლაინ განათლების ყოვლისმომცველად დანერგვის მიმართულებით. აღნიშნული რეკომენდაციები გადაეგზავნება სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ბიზნეს კვლევების სახლი მზადყოფნას გამოთქვამს შემდგომი განხილვისა და კონსულტაციებისათვის",-აღნიშნულია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო