საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამდივნოს წარმომადგენლებს Covid-19-თან ბრძოლის ქართული გამოცდილება გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სამდივნოს წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საქართველოს საზღვაო სექტორში პანდემიის საპასუხოდ მიღებული რეგულაციები და ახლო მომავალში გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, IMO-ს სამდივნოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ კრიზისის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებს და მადლობა გადაუხადეს საქართველოს ხელისუფლებას მეზღვაურთა რეპატრიაციასა და როტაციის პროცესების უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის.

" შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრების გახსნისა და პრაქტიკული წვრთნის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ასეთ ცენტრებში IMO კურსების თეორიული ნაწილის ჩატარება დისტანციური სწავლის რეჟიმით ხორციელდება. აღინიშნა, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო დროული და თანმიმდევრული ზომების გატარება მეზღვაურთა მხარდასაჭერად. კერძოდ, მარტის დასაწყისშივე იქნა მიღებულ გადაწყვეტილება გემზე მყოფი მეზღვაურების დოკუმენტაციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არსებული მდგომარეობის შეფასების შემდეგ ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატების გარეშე დარჩენის პრევენციის მიზნით დამატებითი რეგულაციები შემუშავდა. ითქვა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კერძო სექტორთან ერთად აქტიურად მუშაობს მეზღვაურების რეპატრიაციის და როტაციის მიმართულებით. კერძოდ, ინდივიდუალურად მოხდა ათეულობით მეზღვაურის ქეისის შესწავლა და სააგენტოს უშუალო მონაწილეობით 200-ზე მეტი მეზღვაურის როტაცია განხორციელდა. შეხვედრაში მონაწილეობდა IMO-ს საგარეო ურთიერთობისა და სამართლებრივი სამმართველოს დირექტორი, ადმირალი ფრედერიკ კინი, IMO-ს საზღვაო უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი ქალბატონი ჰაიკე დეგიმი, სხვა მნიშვნელოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელები და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი IMO-ში თამარ ბერუჩაშვილი",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა