განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი CEENQA-ს წევრი გახდა

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) წევრი გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელში (CEENQA) გაწევრიანების მიზნით, ცენტრმა ქსელს 2020 წლის დასაწყისში მიმართა.

მათივე ცნობით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელი არის არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში განათლების ხარისხის განვითარების 22 სააგენტოს აერთიანებს.

„ქსელის მიზანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებას. ქსელის წევრ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების გზით, ქსელში გაწევრიანების შესაძლებლობა ეძლევა ხარისხის განვითარების იმ სააგენტოებს, რომლებიც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხში ხელმძღვანელობენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტებით და სახელმძღვანელო პრინციპებით, როგორიცაა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG 2015). ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელში გაწევრიანება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს შესაძლებლობას აძლევს აქტიურად ითანამშრომლოს ქსელის წევრ სააგენტოებთან, იყოს ჩართული დისკუსიებში, რომლებიც ეხება ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკას, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ პროექტებში და გაიზიაროს ქსელის წევრი სააგენტოების გამოცდილება.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელი (CEENQA) განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი პლატფორმაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა