ირაკლი აბესაძე - ხელისუფლება მაინც ბოლომდე ჩაფლული რჩება კორუფციაში

IDFI-ის წარმოდგენილი კვლევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორ ბოლომდე გახრწნილია ხელისუფლება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც აბესაძე აღნიშნავს, ხელისუფლება „ფლანგავს თანხას და აფორმებს კომპანიებთან ხელშეკრულებებს, რომლებიც შემდგომ უკან უბრუნებენ ამ თანხას პარტიაზე შემოწირულობის სახით“.

„IDFI-ის წარმოდგენილი კვლევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორ ბოლომდე გახრწნილია ხელისუფლება, რომელიც უმძიმესი კრიზისის დროს თითქოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, თითქოს მათთვის საკვების მიტანის მოტივით, მაგრამ მაინც ბოლომდე ჩაფლული რჩება კორუფციაში. ფლანგავს თანხას და აფორმებს კომპანიებთან ხელშეკრულებებს, რომლებიც შემდგომ უკან უბრუნებენ ამ თანხას პარტიაზე შემოწირულობის სახით. რაც მთავარია, კვლავ არ ავიწყდებათ საკუთარი ახლო ნათესავები და მეგობრები. ამ პერიოდშიც კი მილიონი ლარი მოხმარდა საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებისთვის. ეს არის მმართველობის სტილი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლება უბრალოდ ვეღარ შეცვლის, ამიტომ თავად ხელისუფლებაა შესაცვლელი“, - განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების შესახებ ჩატარებული კვლევიდ თანახმად, როგორც სამედიცინო მოწყობილობების შემთხვევაში, ისე საკვები პროდუქტების შესაძენად ხელშეკრულებები ზოგ შემთხვევაში მმართველი პარტიის შემომწირველ კომპანიებს უფორმდებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო