გია ვოლსკი - ოპოზიცია ხავსზე მოჭიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს - კორექტულობის ნიშანია, რომ პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს სახელმწიფოს მმართველობითი ორგანოების ხელმძღვანელებს

ოპოზიცია საერთოდ თავის კომენტარებში ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხავსზე მოჭიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ოპოზიცია სკანდალს ეძებს.

„ნორმალური, კორექტულობის ნიშანია ის, რომ პრეზიდენტი გარკვეული ფორმით თავის გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს სახელმწიფოს მმართველობითი ორგანოების ხელმძღვანელებს, მითუმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას რეალურად აქვს მთავარი პრობლემა - სკანდალური საკითხების ძებნა, რომლითაც ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ მათთვის უპერსპექტივო ვითარებაში,“- აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ მან აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე საქმის კურსში ჩააყენა „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა