არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტმა შეძლო ორი დამნაშავის კანონის ფარგლებში გამოშვება და ოპოზიციის პოლიტიკური ავანტიურის ჩაშლა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ორი დამნაშავის კანონის ფარგლებში გამოშვება და ოპოზიციის შორსმიმავალი გეგმების და პოლიტიკური ავანტიურის ჩაშლა“ შეძლო.

როგორც თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება რთული იყო, თუმცა განპირობებული იმით, რომ არ შექმნილიყო „კრიზისის იმიტაცია“.

„დღესაც იგივე აზრზე ვარ - ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე მიუღებელია და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ისჯება კანონით. ასევე, შეუძლებელია დედაქალაქის ბიუჯეტის 10%-ის გაფლანგვა “პოლიტპატიმრობით” აუხსნას ვინმემ საზოგადოებას. პრეზიდენტმა რთული გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ შექმნილიყო ხელოვნურად პოლიტიკური კრიზისი. უფრო სწორედ კრიზისის იმიტაცია. ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლო ამ ორი დამნაშავის კანონის ფარგლებში გამოშვება და ოპოზიციის შორსმიმავალი გეგმების და პოლიტიკური ავანტიურის ჩაშლა - იყო პრეზიდენტი. ის, რომ ბრიფინგამდე პრეზიდენტმა ჩამაყენა საქმის კურსში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, - ურთიერთპატივისცემის საკითხია. პოლიტიკაში ვინც არიან, მათგან მიკვირს ეს აჟიოტაჟი“, - განუცხადა არჩილ თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე საქმის კურსში ჩააყენა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტმა შეეძლო ორი დამნაშავის კანონის ფარგლებში გამოშვება და ოპოზიციის პოლიტიკური ავანტიურის ჩაშლა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა