მიხეილ მიშუსტინი - რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება სტაბილურდება

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხეილ მიშუსტინის თქმით, რუსეთში, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება სტაბილურდება.

„დღეს პირველი დღეა, როცა გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ ინფიცირებულთა დღიურ მაჩვენებელს გადააჭარბა. ეს კარგი სიახლეა და შესაძლოა, ჩვენ პიკის გადალახვა დავიწყეთ“,- განაცხადა მიშუსტინმა.

მისივე თქმით, აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, დატვირთვა შემცირდება ჯანდაცვის სისტემაზეც.

ამ დროისთვის, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 300 000-ს აღემატება. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა