ვლადიმერ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ნებისმიერი ფორმატში გამართოს

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ის მზადაა, ნებისმიერი ფორმატით გამართოს მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინთან, უკრაინის ტერიტორიების დაბრუნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თემაზე.

„მზად ვართ ნებისმიერი ფორმატით ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, იმისთვის, რომ ომი დასრულდეს და ჩვენი ტერიტორიები დაგვიბრუნდეს. ნებისმიერი ფორმატი შეიძლება. ჩვენ შედეგები გვჭირდება“,-განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ის პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც რუსეთისა და ყირიმის ციხეებში იმყოფებიან, სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.

„ახლა ყველა საკუთარი ქვეყნის ამბებშია ჩართული კორონავირუსის გამო. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების, ჩვენი ტყვეების დაბრუნების და უკანონო ანექსიის საკითხი თვალთახედვის არეალიდან გაქრეს“,-აღნიშნა ზელენსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს