ანრი ოხანაშვილი - 20 ივნისთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება არის აღიარება და დადასტურება, რომ ამ ადამიანებმა ეს აქცია დანაშაულებრივი ქმედებებისთვის გამოიყენეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პირდაპირ ეთერში 20 ივნისის მოვლენების შესახებ გაკეთებული განცხადება აღიარებითი ჩვენებაა. როგორც ოხანაშვილი ამბობს, მან და სხვა პოლიტიკოსებმა 20 ივნისის აქცია გამოიყენეს არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ -დანაშაულებრივი ქმედებისა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის.

„ყველაზე მძიმე და სკანდალური ამ ყველაფერში არის იმის პირდაპირ აღიარება და დადასტურება პირდაპირ ეთერში, რომ ამ ადამიანებმა და პირადად მან ეს აქცია გამოიყენეს არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ - დანაშაულებრივი ქმედებისა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის. მათ სახელმწიფო დააყენეს ფაქტის წინაშე, რომ მომხდარიყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება და შედეგად შექმნილიყო პოლიტიკური დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ეს არის პრაქტიკულად აღიარება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ჩამოყალიბება და აღწერა, თუ რა განახორციელეს, რა ჰქონდათ დაგეგმილი და როგორ ბოროტად გამოიყენეს ხალხი დანაშაულებრივი მიზნების სისრულეში მოსაყვანად. ამ ყველაფერს საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად შესაბამის პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს და შესაბამისად, ამ ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჩვენი საზოგადოების მხრიდან კიდევ დიდხანს იქნება კანონიერ ძალაში შესული და შენარჩუნებული,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისი იყო გარდამტეხი მომენტი და ამ დღეს ივანიშვილს შეცდომა დააშვებინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა