პრეზიდენტმა ბელგიას, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას, საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ტელეფონით ბელგიის მეფე ფილიპს ესაუბრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საუბრისას საქართველოსა და ბელგიაში ეკონომიკის გახსნის სტრატეგიებზე ისაუბრეს, რომელსაც ორივე ქვეყნის ხელისუფლებები ძალიან ეფექტიანად ახორციელებენ.

„როგორც ბელგიის მეფემ აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისას და ასევე შემდგომ, ეკონომიკის გახსნის ეტაპზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების პასუხისმგებლობას და ამ თვალსაზრისით, საქართველოს და ბელგიის მოსახლეობამ პასუხისმგებლიანობის შესანიშნავი მაგალითი აჩვენა.

საქართველოს პრეზიდენტმა ტურიზმის სფეროს გახსნის საკითხზე, უსაფრთხო ტურიზმის დერეფნებსა და საქართველოში უსაფრთხო ტურისტულ ადგილებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად ტურიზმის სექტორის ამუშავებას დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბელგიას, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას ევროპული სოლიდარობისა და საქართველოს მხარდაჭერისათვის.

სალომე ზურაბიშვილმა ბელგიის მეფე საქართველოში ვიზიტად მოიწვია, თავის მხრივ კი, მეფე ფილიპმა საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში კულტურის საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე „ევროპალია - 2022" მიიწვია, რომელიც საქართველოს ეძღვნება და სამეფო ოჯახის პატრონაჟით იმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო