კელი დეგნანი - განცხადებიდან ნათელი იყო, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მან ქვეყნის ინტერესები საკუთარ პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა

განცხადებიდან ნათელი იყო, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მან ქვეყნის ინტერესები საკუთარ პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა,- ამის შესახებ საქართელოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ვირტუალური პრესკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა. ელჩის შეფასებით, ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების დეპოლარიზაციისთვის, პრეზიდენტმა გაბედული გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთანავე, კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეძლებს თავისუფალი, სანდო და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებას.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა მიიღო ძალიან გაბედული და მძიმე გადაწყვეტილება, რომ საქართველოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზება მომხდარიყო. მისი განცხადებიდან ნათელი იყო, რომ ეს მისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მან ქვეყნის ინტერესები საკუთარ პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა და ეს სწორედ ის არის, რაც ლიდერმა უნდა გააკეთოს. გულწრფელი იმედი მაქვს, რომ მისი ეს მოქმედება დაეხმარება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზებას და შექმნის მყარ საფუძველს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად შემოდგომით. ეს არის ნამდვილი მიზანი, საქართველო დგამს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისკენ მიმავალ გზაზე, რომ აჩვენოს მსოფლიოს, რომ მას შეუძლია ჩაატაროს სანდო, თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნები შემოდგომაზე,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს