გიგა ბოკერია - ივანიშვილის გუნდის წარსულის საქციელიდან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ნებისმიერი ვითარების საარჩევნოდ გამოყენებას არ შეეცდება

„ევროპული საქართველოს” ერთი-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნების” წარსულიდან გამომდინარე, ვერ გამორიცხავს, რომ მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები საარჩევნოდ ჩამოაწერონ.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტების განუცხადა, პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება მოსახლეობისთვის არ დგამს იმ ნაბიჯებს, რაც რეალურად მას სჭირდება.

„ივანიშვილის გუნდის წარსულის საქციელიდან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ნებისმიერი ვითარების საარჩევნოდ გამოყენებას არ შეეცდება. მთავარი პრობლემა აქ ის კი არ არის, რომ ისინი ასე ცინიკურად უყურებენ ამ ვითარებას, უბრალოდ ყველა პოლიტიკურ ძალას სურს, რომ კარგად გამოჩნდეს ამომრჩევლის წინაშე, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ იმ ნაბიჯებს არ დგამენ, რაც სჭირდება ყველას, რომც იხეირონ მერე არჩევნებზე.

გადასახადების დაწევის გარეშე, დახმარების გამჭვირვალე და ეფექტური მექანიზმის გარეშე, რასაც „ევროპული საქართველო” სთავაზობს მათ, საპენსიო ფონდში შავი დღისთვის შენახული ჩვენი ფულის დაბრუნების გარეშე რაც არ უნდა ქნან, ისინი ვერ მოატყუებენ ქართულ საზოგადოებას, რომ გადადგეს ნაბიჯები მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად იმიტომ, რომ არ გადაუდგამთ ეს ნაბიჯები”, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა