გიგა ბოკერია - იმის ნაცვლად, რომ ოთხოზორიას მკვლელობა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის პოლიტიკური პრობლემის შესაქმნელად ყოფილიყო გამოყენებული, ამ პრობლემის მიჩქმალვა ხდება

გუშინ ოთხოზორიას მკვლელობის დღე იყო. იმის ნაცვლად, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა გამოყენებული ყოფილიყო საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის პოლიტიკური პრობლემის შესაქმნელად, ამ პრობლემის მიჩქმალვა ხდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება საქართველოს ინტერესებს ვერ იცავს.

„გუშინ იყო ოთხოზორიას მკვლელობის დღე. იმის ნაცვლად, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა, ჰუმანიტარული შემთხვევა, საერთაშორისო ასპარეზზე გამოყენებული ყოფილიყო რუსეთისთვის პოლიტიკური პრობლემის შესაქმნელად, რომ ჩვენს მოქალაქეებს მომავალში რისკები შეუმცირდეს და თუ შანსი იქნა, ყველა დაისაჯოს, ამის ნაცვლად ამ პრობლემის მიჩქმალვა ხდება. დღემდე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაშიც კი არ ჰყავთ შეყვანილი ის ხალხი, ვინც ფირზეა აღბეჭდილი, როგორც მკვლელობის თანამონაწილე და არანაირ ნაბიჯებს არ დგამენ. ამიტომ ამას სჭირდება ამ ხელისუფლების გამოცვლა იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას არც ნება, არც ხედვა, არც კომპეტენცია არ აქვს, რომ საქართველოს ინტერესები დაიცვას ამ რთული გამოწვევის წინაშე”, - განაცხადა ბოკერიამ.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს