გიგი უგულავა - სალომე ზურაბიშვილმა ინსტიტუციურად ივანიშვილს შეატყობინა როგორც ალბათ ბრეჟნევს, ამას სხვა ახსნა არ აქვს

ბიძინა ივანიშვილი ინსტიტუციურად იგივეა, რაც ბრეჟნევი, ანუ პარტიის უფროსი, ანუ ამ ინსტიტუციას შეატყობინა - ბოქსირებულ სასახლეში მჯდომ პირს, - ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" ერთმა-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება წინასწარ ქვეყნის ინსტიტუტებს შეატყობინა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.

მისივე თქმით, ქვეყანაში არის სიმულაციურად დამოუკიდებელი ინსტიტუტები.

"სალომე ზურაბიშვილმა ინსტიტუციურად ივანიშვილს შეატყობინა, როგორც ალბათ ბრეჟნევს, სხვა ახსნა არ აქვს ამას, ეს მათი პირადი ბუღალტერიაა და ხალხს ნუ დაღლიან ამ ბუღალტერიით. სჯობს ბუღალტერია არ ანახონ. არმგონია რამე კარგის მომტანი იყოს. ჩვენს ქვეყანაში არის არაფორალური მმართველობა, ახლა 15 წუთით ადრე უთხრა, იმან იმას დაავალა თუ რა, ეს ყველაფერი ფიქციაა. ქვეყანაში არის სიმულაციურად დამოუკიდებელი ინსტიტუტები. ვინ ვის უთხრა და ვინ ვინ ჩააყენა საქმის კურსში მეორეხარისხოვანია. ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ის ტალახი, რასაც "ქართული ოცნება" ესვრის უკან დაუბრუნოს," - განცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს წინასწარ შეატყობინა.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ლევან კლიმიაშვილი - ტექნიკურ უნივერსიტეტში შუალედური გამოცდების ჩატარება გენერალური რეპეტიცია იყო ფინალური გამოცდებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ