გიგი უგულავა - ზურაბიშვილის განცხადება ერთი რამის დასტურია, რომ ხელისუფლებაში ერთმანეთსაც ატყუებენ, ერთმანეთი არ უყვართ და ერთმანეთს ძირავენ

პრეზიდენტ ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება ერთი რამის დასტურია, რომ ხელისუფლებაში ერთმანეთსაც ატყუებენ, ერთმანეთსაც ტენიან გადაწყვეტილების პასუხისმგებლობის სიმძიმეს თუ ტვირთს, ერთმანეთი არ უყვართ, ერთმანეთს ძირავენ და რაც მთავარია, არ მგონია, რომ რომელიმე მათგანი, ამ ისტერიის ფონზე გამოჩნდა, როგორც პასუხისმგებელი პოლიტიკოსი ან სახელმწიფო მოხელე, რომელსაც შეუძლია, მათ შორის, მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განმარტებებს, რომელიც შეწყალების საფუძველეზე გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ეხებოდა.

როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პირადად მისთვის, ისევე საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლეობისთვის, მისი და ირაკლი ოქრუაშვილის ციხიდან გათავისუფლების თაობაზე სალომე ზურაბიშვილმა ჩააყენა თუ არა საქმის კურსში ბიძინა ივანიშვილი ან პირიქით, ბიძინა ივანიშვილმა დაავალა თუ არა სალომე ზურაბიშვილს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„იმიტომ, რომ ჩვენ ერთი მთავარი რამ დავინახეთ, მთლიანად ხელისუფლების ნათქვამს არანაირი მნიშვნელობა აქვს. მეორე - დავინახეთ ის, რომ რაც არ უნდა ვთქვა, მათი პირველი ინსტინქტი და მიდრეკილება არის ის, რომ მოგატყუოთ. დავინახეთ ის, რომ ქვეყანა არ არის ჩალით დახურული. რაც არ უნდა მოატყუოს საკუთარი ხალხი და საერთაშორიოს საზოგადოება, რეაგირება იქნება ადეკვატური, სწორი და რაც მთავარია, პირდაპირი. გამოჩნდა ისიც, რომ ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ საერთოდ ვერ ფლობს, არ ფლობს, იგნორირებას უკეთებს და დასცინის დიპლომატიურ ენას. ამიტომაც იყო ზუსტად, პირდაპირი მითითებები“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ის ფიქრობს, რომ პრობლემა „ქართულ ოცნებას“ სხვა რამეში აქვს.

„რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ ასეა - მათი მთავარი ინსტინქტი არის გადაბრალება და პასუხისმგებლობის არაღება. „ქართულ ოცნებას" თავიდანვე უნდა ემუშავა თავის ამომრჩეველთან და უნდა ეთქვა, „შეიძლება მე არ მომწონს უგულავა, მძულს და ვთვლი, რომ ცოცხლად უნდა გავატყავოთ, მაგრამ ქვეყანას სჭირდება და უნდა გამოვიდეს“. ეს უნდა აეხსნა, იმიტომ, რომ იცოდა, იძულებული იქნებოდა ეს ასე მოხდებოდა. უნდა გვესმოდეს, რომ შესაძლოა ტერმინ „პოლიტაპტიმარზე“ ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო პრაქტიკა შეჯერებულია იმაზე, რომ პოლიტპატიმრის ცნების მიმნიჭებელი არის თავისუფალი სამყარო. ეს არის ევროკავშირი და აშშ. მაგალითად, ახალა რუსეთმა ვინმეს, რომ პოლიტპატიმარი დაუძახოს, ბუნებრივია, ეს საერთაშორისო სტატუსი არ არის, ისევე როგორც აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებაზე, ხომ?! დამოუკიდებელი, თავისუფალი სამყარო არის ის, ვინც ამ ცნებას აძლევს ლეგიტიმაციას. აქედან გამომდინარე, კამათს აზრი არ ჰქონდა. როცა დაინახე, რომ ეს ასე არის, დაინახეს ის, რომ დასავლეთის მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამას ამბობს პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე იზამდა იმას, რომ თავის ამომრჩეველს აუხსნიდა და ამ უტიფარ ტყუილს არ ეტყოდა. ეს უტიფარი ტყუილი, რაც მათ იკადრეს, პირველ რიგში, ხომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ ამომრჩეველს აკადრა?! საკუთარი ამომრჩეველი მოატყუა და შემდეგ საკუთარი ამომრჩეველი გადააგდო, ადამიანები, რომლებიც მე, „ევროპულ საქართველოს“ არასდროს მომცემდნენ ხმას. ანუ, ამიტომ, არის სახელმწიფოს მართვაში გვყავს ადამიანები, რომლებსაც ელემენტარული უნარი არ აქვთ პასუხისმგებლობა აიღონ, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა მარტივი და ია-ვარდით მოფენილი გადაწყვეტილების მიღებას კი არ ნიშნავს, ხელისუფლებაში ხშირად გიწევს ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების მიღება. პირველი დღე რომ იყო და თქვეს, რომ ოპოზიცია ყრის შპრიცებს სადარბაზოებშიო, მერე, ოპოზიცია ანგრევს შუშებსო, ოპოზიციამ გაზარდა კრიმინალიო - აი, პათოლოგიური გადამბრალებლები არიან და ასე არ შეიძლება, ხელისუფლება გყავდეს, რომელსაც არ შეუძლია პასუხისმგებლობის აღება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს