სალომე ზურაბიშვილმა ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი საქართველოში ვიზიტით მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ტელეფონით ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგს ესაუბრა და კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები განიხილა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსათვის კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და უსაფრთხო ტურიზმის გახსნა პრიორიტეტული მიმართულებებია. მიმდინარეობს მუშაობა, რათა საქართველომ სხვადასხვა ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლისათვის უსაფრთხო დერეფნები გაიხსნას, მაგრამ ამავე დროს ეფექტიანად აარიდოს თავი კორონავირუსის მეორე ტალღას.

“მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრეს. როგორც ლუქსემბურგის დიდმა ჰერცოგმა განაცხადა, საქართველოსათვის კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპულ სოლიდარობას. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს - ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით ესაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას რომ ევროინტეგრაციის პროცესში სწორედ ამ ეტაპზეა საჭირო მეტი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და მეტი მოძრაობა. საქართველოს პრეზიდენტმა ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიისას, როცა მსოფლიო სოლიდარობით ცდილობს დაძაბულობის შესუსტებას, არ მოხდა ვითარების დეესკალაცია. მულტილატერალიზმის საკითხებზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა, საერთაშორისო ასპარეზზე პატარა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა დიდი ჰერცოგი საქართველოში ვიზიტით მოიწვია“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო