აშშ-ის ელჩი - საქართველოს საუკეთესო ინტერესშია, რომ წავიდეს უფრო მეტად პროპორცული საარჩევნო სისტემის მიმართულებით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილებები საქართველოს მოსახლეობის არჩევანია, რომელთაც მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვა სურთ. ელჩის შეფასებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა მეტი პლურალიზმის საშუალებას იძლევა. კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი შეთანხმებით გათვალისწინებულ ცვლილებებს დაამტკიცებს.

„კონსტიტუციური ცვლილებები საქართველოს მოსახლეობის არჩევანია, რომლებიც უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართულებით მიდიან. ვფიქრობ, პროპორციული სისტემა საშუალებას იძლევა, რომ უფრო მეტი ხმა იქნას გაგონილი წარმომადგენლობით ორგანოში და მეტი პლურალიზმი იყო. ვფიქრობ, ეს ძალიან პოზიტიურია. ვიმედოვნებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც არის 8 მარტის ორნაწილიანი შეთანხმების ერთი ნაწილი, დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ. ეს არის საქართველოს საუკეთესო ინტერესში, რომ წავიდეს უფრო მეტად პროპორცული საარჩევნო სისტემის მიმართულებით.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, მონაწილე მხარეებს ესმით, რომ მათ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ და დარწმუნებული ვარ ისინი ასეც მოიქცევიან,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა