კახა კალაძე - ასეთი გამარგინალებული ოპოზიციის არსებობა, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას

როდესაც პოლიტიკაში ვხედავთ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის ოქრუაშვილი, უგულავა და სხვა ბევრი, ეს ერთის მხრივ, მმართველი პარტიისთვის კომფორტულია, მაგრამ ასეთი გამარგინალებული ოპოზიციის არსებობა, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა პირდაპირ ეთერში როდესაც თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს ოპოზიციამ ხელისუფლებას შეცდომა დააშვებინა.

„ყველაფერი ძალიან მარტივია, ფაქტიურად, აღიარებითი ჩვენება მისცა პირდაპირ ეთერში. ყველამ ყველაფერი იცოდა თუ რა იყო ზოგადად, ყველგან არსებობს პოლიტიკური მორალი, არსებობს ამის სტანდარტები. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური კულტურა ამ დონემდე არ არის მისული. როდესაც პოლიტიკაში ვხედავთ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის ოქრუაშვილი, როგორიც არის უგულავა და სხვა ბევრი, ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, ერთის მხრივ ჩვენთვის, მმართველი პარტიისთვის კომფორტულია ასეთი ადამიანების არსებობა ოპოზიციაში, მაგრამ ჩვენ ხომ არ გამოვდივართ ჩვენი ვიწროპარტიული ინტერესებიდან?! ასეთი ოპოზიციის არსებობა, რომელიც არის გამარგინალებული, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მაშინ, როდესაც უნდა იმართებოდეს დებატები, უნდა იმართებოდეს პოლემიკა ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, გვაქვს განსხვავებული რეალობა, განსხვავებული მდგომარეობა. თუმცა, ამ ყველაფრის შეცვლაც შესაძლებელია. ეს ყველაფერი შეუძლია შეცვალოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, ამომრჩეველმა და დარწმუნებული ვარ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა მიიღებს გონიერ გადაწყვეტილებას, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა“, - განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს