ანრი ოხანაშვილი შეზღუდვების შესახებ კანონპროექტზე - ამის ერთადერი მიზანი მოსახლეობის დასაცავად აუცილებელი ღონისძიებების გატარებაა - საზოგადოების ჯანმრთელობას პოლიტიკურ კინკლაობას ვერ გადავაყოლებთ

იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკურ თამაშებს ავყვეთ და საზოგადოების ჯანმრთელობა პოლიტიკურ კინკლაობასა და თამაშს გადავაყოლოთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის" შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, წინა ხელისუფლებამ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო და „საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარა“.

„წინა ხელისულება კანონს კი არა, კონსტიტუციას ირგებდა საკუთარ თავზე. ქვეყნის ძირითადი საყრდენი დოკუმენტი საკუთარ თავზე, საკუთარ ამბიციაზე მოირგო, თან არაერთგზის. შესაბამისად, რომელი კანონის მორგებაზეა საუბარი. თუ გინდათ დავსხდეთ და დეტალურად გაგარკვევთ, რომელი კანონი როგორ მოირგო, მაგრამ ამ ხალხმა საკუთარ თავზე საქართველოს კონსტიტუცია მოირგო და ჩვენს საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარეა. ამიტომ, ასეთი რეპლიკების დროს, მგონია, რომ მეტი სიფრთხილე გვმართებს“, - მიმართა ოხანაშვილმა ოპონენტებს.

მისი განმარტებით, ხელისუფლების ვალდებულებაა, თითოეულ მოქალაქეზე იზრუნოს და ცვლილებების პროექტის მიზანიც სწორედ ესაა.

„ერთადერი ლეგიტიმური მიზანი, რაც ამ პროექტს გააჩნია, ეს არის მოსახლეობის დასაცავად აუცილებელი ღონისძიებების გატარება. თუ შეგვეწინააღმდეგებით, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ, მაშინ ეს მეორე უბედურება იქნება. თუ გვეტყვით, რომ საგანგებო მდგომარეობა გავაგრძელოთ, მაინ თქვენი ვერ გაგვიგია, თან გვეუბნებით, რომ პარლამენტმა უნდა დაიწყოს აქტიური პოლიტიკური პროცესი, მაშინ ისიც გვითხარით, სად ხართ მართალი. ჩვენ ვზრუნავთ საზოგადოებაზე, ხელისუფლების ვალდებულებაა, თითოეულ მოქალაქეზე იზრუნოს. ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკურ თამაშებს ავყვეთ და ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა გადავაყოლოთ ამ პოლიტიკურ კინკლაობასა და თამაშს. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. ამიტომ, თუ გაქვთ საქმიანი შემოთავაზება და კონკრეტული ნაბიჯები, გვითხარით. გთავაზობთ, აღნიშნულთან დაკავშირებით გავაგრძელოთ მსჯელობა. შესაბამისად, სხვა ინსინუაციები და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არამგონია, რომელიმე ჯგუფისთვის ღირდეს მაშინ, როდესაც საქმე ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობას ეხება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მხოლოდ პარლამენტი ემორჩილება კონსტიტუციას და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მხოლოდ პარლამენტისთის მოქმედებს, მაშინ გთხოვთ, კონსტიტუცია გადაშალეთ“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო