დავით ბაქრაძე - ამერიკული ინვესტიციების გარეშე, ქვეყნის კრიზისიდან  გამოყვანა და ეკონომიკის ფეხზე დაყენება უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება

ამერიკული ინვესტიციების გარეშე, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და ეკონომიკის ფეხზე დაყენება იქნება უბრალოდ წარმოუდგენელი , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ნებისმიერი უცხოური ინვესტორის მოსაზიდად ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.

ბაქრაძის თქმით, ყველა მსგავსი მესიჯი ნიშნავს, რომ 2020 წლის შემოდგომის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ „სახლში უნდა გავისტრუმროთ“.

„ელჩი დეგნანის ეს განცხადება არ არის მხოლოდ იზოლირებული. ყველას გვახსოვს, თუ რამხელა ზიანი მიაყენა საქართველოში ამერიკულ ინვესტიციებს პოლიტიკურმა დევნამ. მაგალითად, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, როდესაც პროექტის ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმდინარეობდა პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები. ყველას გვახსოვს, კონგრესმენების უპრეცედენტოდ კრიტიკული წერილი რამდენიმე დღის წინ, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები მიმართავენ ამერიკის სახელმწიფო მდივანს საქართველში ამერიკული ბიზნესის დაცვასთან დაკავშირებით. დღეს უკვე არის ელჩის კრიტიკული განცხადება ამ თემაზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აზიანებს „ქართულ ოცნებას“ და ასევე აზიანებს საქართველოს და ჩვენ მოქალაქეებსაც, რადგან ამერიკული ინვესტიციების გარეშე, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და ეკონომიკის ფეხზე დაყენება იქნება უბრალოდ წარმოუდგენელი. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოში უცხოური და პირველ რიგში, ამერიკული ინვესტიციების შემოსვლას და ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ აყენებს სწორედ ინვესტიციების შემოსვლას ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას და ჩვენი მოქალაქეების მომავალს. ჩვენთვის, ყველა ეს მესიჯი ცალსახად ნიშნავს იმას, რომ შემოდგომის არჩევნებზე ჩვენ სახლში უნდა გავისტუმროთ „ქართული ოცნება“, რომელიც უკვე გაიხლართა საკუთარ პოლიტიკაში, გაიხლართა საკუთარ ტყუილებში და იმ ჭაობში, რომელშიც თვითონ შეიყვანა საკუთარი თავი პოლიტიკური დევნით და სასამართლოში მიმდინარე პროცესებით. გავთავისუფლდეთ „ქართული ოცნებისგან“ მშვიდობიანად და პოლიტიკურად და ქვეყანა წავიყვანოთ წინ, რომ საქართველოში შემოვიდეს მეტი ამერიკული ინვესტიცია იმიტომ, რომ დასავლური ინვესტიციები არის არა ხელისუფლების, ეს არის ხალხის პრობლემებიდან გამოყვანის საშუალება, რაც ასე სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ნებისმიერი უცხოური ინვესტორის მოსაზიდად ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ამის გარეშე, ისინი საკუთარ ფულს სადმე სხვაგან ჩადებენ.

„ბიზნესმენებს სჭირდებათ იცოდნენ, რომ ისინი ინვესტიციას ახორციელებენ იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს სანდო სასამართლო სისტემა, რომ მათი დავები გადაწყვეტილი იქნება სამართლიანად და დროულად. ამის გარეშე, ინვესტორები საკუთარ ფულს სადმე სხვაგან ჩადებენ. ასე რომ, ეს არის მიზეზი, რატომაც მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის შესაქმნელად“ , - განცხადა ელჩმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს